დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნუკრი ქანთარია - თიანეთში დაფიქსირებულ საარჩევნო ხარვეზებს სასამართლო პასუხს ობიექტური გადაწყვეტილებით გასცემს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/25 13:00:02
../photo/2015_02/0-00APRILI-2016/qantaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459725-nukri-qantharia-thianethshi-dafiqsirebul-saarchevno-kharvezebs-sasamarthlo-pasukhs-obieqturi-gadatsyvetilebith-gascems.html", "headline": "ნუკრი ქანთარია - თიანეთში დაფიქსირებულ საარჩევნო ხარვეზებს სასამართლო პასუხს ობიექტური გადაწყვეტილებ...", "datePublished": "2017-10-25 08:57:33", "dateModified": "2017-10-25 08:57:33", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, თიანეთში დაფიქსირებულ საარჩევნო ხარვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00APRILI-2016/qantaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, თიანეთში დაფიქსირებულ საარჩევნო ხარვეზებს პასუხს სასამართლო ობიექტური გადაწყვეტილებით გასცემს.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლიან გარემოში ტარდება, თუმცა მცირე ხარვეზებიც ახლავს და ყოველი არჩევნების შემდეგ ყველა ხარვეზი სწორდება.

”ყველა კარგად ხედავს, რომ 2012 წლის შემდეგ არჩევნები თანდათან მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. ყველა არჩევნები უკეთეს და თავისუფალ გარემოში ტარდება. ამას საზოგადოება ატყობს. არის ხარვეზები და ბუნებრივია იქნება. ერთ-ერთი ასეთი გამოიკვეთა თიანეთში, სადაც კითხვები ჩნდება და თავისთავად ეჭვებს ბადებს. ვფიქრობთ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი და ყველა კითხვას და ეჭვებს მოხსნის”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ამასთან, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მიერ მუდმივად არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებაზე საუბარი ამ ჯგუფების სტილი გახდა.

”ამას კარგად გრძნობს ჩვენი საზოგადოება და ბუნებრივია, რომ არავითარი რეაგირება არ აქვთ ამ აგრესიულ საუბრებზე, რომ არჩევნები ”მე გამიყალბეს”. ხარვეზები გამოსწორებულია. ყოველ არჩევნებზე შესაძლოა გარკვეული ხინჯი შეინიშნებოდეს, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ყოველთვის სწორდება. ამიტომ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც კარს არის მომდგარი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ უფრო სამართლიან გარემოში ჩატარდება”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, თიანეთში, მერობის პოსტზე ლელა ქიტესაშვილი თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით უგებს. მეჭიაური მიღებული ხმების დაცვას სასამართლოში აპირებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია