დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, “ოდირის“ წინასწარ დასკვნაშია ასახული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 19:30:01
../photo/2015_02/0-1aNoemb-2014/burjanadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459607-nino-burjanadze-yvela-is-problema-romelzec-chven-vsaubrobdith-odiris-tsinastsar-daskvnashia-asakhuli.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, “ოდირის“ წინასწარ დასკვნაშია ასახული", "datePublished": "2017-10-24 15:28:59", "dateModified": "2017-10-24 15:28:59", "description": "ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, “ოდირის“ წინასწარ დასკვნაშია ასახული, - ამის შესახებ ”...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aNoemb-2014/burjanadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, “ოდირის“ წინასწარ დასკვნაშია ასახული, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ”ეუთოს” ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ეუთოს ოდირის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებთან, რომელთა მიერ გაკეთებული არჩევნების შეფასება ყველაზე ავტორიტეტულია. პირველ ყოვლისა მე მინდა მადლობა გადავუხადო ”ოდირის” წარმომადგენლებს, რადგან მათი პირველადი დასკვნა იყო ნამდვილად ობიექტური და პრაქტიკულად ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით იყო ამ დასკვნაში ასახული”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი იყო როგორც ფულადი, ასევე მედია რესურსების არაპროპორციულ განაწილებაზე, ზეწოლაზე, ხმის მიცემის პროცესში მეთვალყურეობასა და პრაქტიკულად ყველ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში.

”დღეს ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული ოქმები, სადაც გვეწერა 0 და ჩვენი პროტესტის შედეგად დაგვიწერეს 56, 42, 15 ა.შ. ხმები. ჩვენ დათვლილი გვაქვს და საშუალო არითმეტიკულზე ნაკლებიც რომ გამოვიყვანოთ, მანიპულაციების გამორიცხვით საქართველოს მაშტაბით მინიმუმ 6% გვექნებოდა. ასევე ვაჩვენეთ მარნეულის, გარდაბნის, ახალციხისა და ახალქალაქის ოქმები, სადაც ზუსტად იცის ოდირმაც, რომ ხელისუფლების პირდაპირი ბრძანებით იწერება შედეგები და სადაც უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, პრაქტიკულად ნული გვიწერია,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მან ასევე ”ოდირის” წარმომადგენლებს მიაწოდა კონკრეტულ პირებზე დაყრდნობილი კონკრეტული ინფორმაციები, კერძოდ უბნებზე, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ხმა მისცეს მის პარტიასა და კანდიდატებს, მაგრამ მათი ხმები ოქმებში არ ფიქსირდება.
”ჩვენ ვისაუბრეთ მთელ რიგ დარღვევებზე. ”ოდირის” წარმომადგენლები გაცილებით უკეთ ფლობენ ინფორმაციას, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია. რა თქმა უნდა, არის სირთულეებიც, შავი ფულის დაფიქსირება ქაღალდზე ოდირის წარმომადგენელებისთვის ნამდვილად რთულია. მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, რომ წინა არჩენებთან შედარებით 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო დასკვნა გაცილებით კრიტიკული და ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია