დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ქვეყნის საბოტაჟს 24 საათიან რეჟიმში ეწევა
ავტორი:
2014/თებერვალი/12 09:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ქვეყნის საბოტაჟს 24 საათიან რეჟიმში ეწევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას განაცხადა, იგი ეთანხმება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სუსტი ოპოზიციაა.
"ისინი არიან იგივე რადიკალები, როგორიც წარსულში იყვნენ. ესენი ჩვეულებრივ ეწევიან საბოტაჟს 24 საათიან რეჟიმში საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ უბრალოდ, საკუთარი ქვეყნის მიმართ არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული არ აქვთ. ყოველდრიურ რეჟიმში ისინი ადასტურებენ, რომ აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რასაც აწარმოებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში. ისინი ყოველთვის აყენებენ საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ძალიან მოეწონა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შედარება, როდესაც ყოფილმა პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შალვა ნათელაშვილს შეადარა.
"ამ ადამიანებს უბრალოდ აღარ შეიძლება, რომ სერიოზულად შეხედო, ნორმალური ადამიანებს ისინი აღარ გვანან", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია