დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ერთობა-ახალი საქართველო“ - ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამდით მეორე ტურთან დაკავშირებით, მართალი აღმოჩნდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/23 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/axalisaqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459309-erthoba-akhali-saqarthvelo-varaudi-romelsac-chven-gamovthqvamdith-meore-turthan-dakavshirebith-marthali-aghmochnda.html", "headline": "„ერთობა-ახალი საქართველო“ - ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამდით მეორე ტურთან დაკავშირებით, მართალი ...", "datePublished": "2017-10-23 09:07:00", "dateModified": "2017-10-23 09:07:00", "description": "ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამდით მეორე ტურთან დაკავშირებით, მართალი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ერ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/axalisaqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვარაუდი, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამდით მეორე ტურთან დაკავშირებით, მართალი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ერთობა-ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც არჩევნების შედეგების შეფასებას ეხება.

„პირველ რიგში დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენ მხარდამჭერებს, ასევე იმ მრავალასეულ მოხალისეს, რომლებიც უბნებზე ბოლომდე იდგენენ ხმების დასაცავად. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ვერც ერთი, გათითოკაცებული ოპოზიციური ძალა ვერ მოახერხებდა ამ ძლიერი, შავი ფულითა და ადამინისტაციული რესურით კონსოლიდირებული ძალის დამარცხებას.

არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ რაციონალური მოლოდინი, რომ ხელისუფლება გამოიყენებდა ყველა რესურს, რათა პირველი ტურში „გამარჯვება“ მიეტაცებინა, გამართლდა. სამწუხაროდ, პროდასავლურ ძალების პირადმა ამბიციებმა ამის კარგი პირობები შეუქმნა მმართველ კლანს. პროდასავლურ ჯგუფებს არ ეყოთ პრაგამატიზმი, რათა პრაიმერის გზით ერთიანი კანდიდატის გამოვლენით დაპირისპირებოდნენ ოლიგარქიულ მმართველობას.
არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ არსებული პოლიტიკური კლასი ვერ პასუხობს ქართული საზოგადოების მოლოდინებს, ამის თვალსაჩინო მაგალითია „არასისტემური“ კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა თბილისელების მხრიდან.

მოვუწოდებთ პროდასავლურ საზოგადოებრივ ძალებს, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა დროულად შევიმუშაოთ ეფექტური და კონკურენტული მექანიზმები მომავალი თანამშრომლობისათვის, რათა შევქმნათ მძლავრი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც შექმნის საფუძველს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისათვის.

მიუხედავად მანიპულაციებისა და იმ არაკონკურენტული გარემოსი, რომელიც ასევე, აღინიშნულია ეუთო-ს სადამკვებლო მისიის დოკუმენტში, ჩვენმა პოლიტიკურმა სტარტაპმა შექმნა სრულიად ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი დისკურსი.

ფინანსების სიმცირიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ძალიან მოკლე კამპანია და მიუხედავად ამისა, შედეგი რომელიც თბილისში მივიღეთ, აჩენებს საზოგადოების მზაობას ცვლილებებისადმი და გვარწმუნებს, რომ სწორედ წარმოებული სტრატეგიის წყალობით, თანამედროვე მენეჯმენტისა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმნით ახალ საქართველოს - წარმატებული მოქალაქეების გლობალურ ლიდერ სახელმწიფოს!“- ნათქვამია „ერთობა ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია