დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვი - საარჩევნო პროცესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება
ავტორი:
2013/ნოემბერი/04 14:00:02
საქართველო ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს თანდათან აკმაკოფილებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა, ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საარჩევნო პროცესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება.
"საარჩევნო პროცესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება, რადგან საქართველო ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს თანდათან აკმაყოფილებს",- აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
რაც შეეხება უშუალოად გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას, ევროპელი დიპლომატის თქმით, საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო.
"საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ვისაუბრე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გავცვალეთ იდეები, შეხედულებები ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის - ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ",- აღნიშნა დიმიტროვმა.
ფილიპ დიმიტროვისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში"' გაიმართა. ახლად არჩეული პრეზიდენტი ამ წუთებში კი უკვე ყაზახეთის ელჩს საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევს ხვდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია