დაისვენე კურორტ ახალდაბაში
წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები პირველივე ტურში ლიდერობენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/archevnebi1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459167-tsinastsari-monacemebith-59-thvithmmarthveli-themidan-53-shi-qarthuli-ocnebis-merobis-kandidatebi-pirvelive-turshi-lideroben.html", "headline": "წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები პირველივ...", "datePublished": "2017-10-22 07:07:24", "dateModified": "2017-10-22 07:07:24", "description": "ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 5...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/archevnebi1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, ერთში - თიანეთის ოლქში კი ოპოზიციონერი კანდიდატი თამაზ მეჭიაური ლიდერობს.

ამასთან, 59 თვითმმართველი თემიდან 5-ში, კერძოდ, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, შესაძლოა, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

59 თვითმმართველ თემში დაფიქსირებული წინასწარი მონაცემები ასეთია: საგარეჯოში, სადაც ამ დროის მონაცემებით 50 უბნიდან 25-ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 70.44% მიიღო, მეორე ადგილზეა - „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილმა კი - 12.35% მიიღო.

გურჯაანში, სადაც ამ დროისთვის 51 უბნიდან 28 დაათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა 58.74%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი პეტრუზაშვილმა 19.54% მიიღო.

35-დან 23 უბნის მონაცემებია დათვლილი სიღნაღში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგილაშვილი 58.51% ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნონა ნინიაშვილი 23.75%-ით.

დედოფლისწყაროში, სადაც ამ დროის მონაცემებით 23-დან 7 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი 65.39%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი 17.26%-ით.

ლაგოდეხში ამ დროის მონაცემებით 37 უბნიდან 30-ია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 64.46% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თორნიკე მაჭარაშვილმა კი - 22.49%.

ყვარელიში, სადაც ამ დროსთვის 30-დან 17 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა როსტომ სესიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 62.07%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბესიკ იაშვილმა 20.82% მიიღო.
თელავში, სადაც ამ დროისთვის 54-დან 54 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა 54.78%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 27.71% მიიღო.

ახმეტაში ამ დროისთვის 29 უბნიდან 15-ის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა 58.76%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 21.18% მიიღო.

თიანეთში, სადაც 20-დან 17 უბნის მონაცემებია დათვლილი, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა 54,44 %, ხოლო
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 45,56% მიიღო.

გარდაბანში ამ დროის მონაცემებით დათვლილია 63-დან 53 უბანი. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 72.38%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გელა ნებუნიშვილმა 9.7% მიიღო.

მარნეულში, სადაც 89-დან 52 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თეიმურაზ აბაზოვს 71.23%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს 16.64% აქვს.

ბოლნისში ამ დროისთვის 62-დან 59 უბნის მონაცემებია დათვლილი. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა 84.82, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბადრი შაინიძემ 10.14% მიიღო.

დმანისში, სადაც 50-დან 31 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ტატუაშვილმა 77.6%, ხოლო „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გოგი ბარბაქაძემ 11.6% მიიღო.

წალკაში ამ დროისთვის 44-დან 26 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ ამომრჩეველთა ხმების 72.79%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ემზარ დიმიტრაძემ 14.33% მიიღო.

თეთრიწყაროში 41-დან 29 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ქორიძემ 62,21%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თამარ დალაქიშვილმა 18.05% მიიღო.

მცხეთაში, სადაც ამ დროისთვის 46-დან 24 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა კაპანაძემ ამომრჩეველთა ხმების 67,32% მიიღო.

დუშეთში, სადაც ამ დროისთვის 50-დან 32 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზურაბ სეხნიაშვილს 52,91%, ხოლო მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატ თემურ დოლიშვილს 19.8%.

ყაზბეგში, სადაც 10-დან დათვლილია 10 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს 44.61%, ხოლო მეორე ადგილზეა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,88%-ით.

კასპში, სადაც 38-დან 20 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მანუჩარ მერებაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 67,23% მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე შაქარაშვილი 13.95%.

გორში 105-დან 83 უბნის მონაცემებია დათვლილი, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კონსტანტინე თავრაზაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 55.04% მიიღო.

ქარელში ამ დროისთვის 39-დან 18 უბნის მონაცემებია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი 62.57%-ით ლიდერობს.

ხაშურში, სადაც 52-დან 34 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 41.37%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 19.22% მიიღო.

ბორჯომში, სადაც 30-დან 8 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 45.3%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ 35.47% მიიღო.

ახალციხეში, სადაც 35-დან 31 უბნის მონაცემებია დათვლილი, ამ დროის მონაცემებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე 71.02%-ით ლიდერობს.

ადიგენში, სადაც 18-დან 5 უბნის მონაცემებია დათვლილი, ამ დროის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაქარია ენდელაძეს ამომრჩეველთა ხმების 59.8% აქვს, მეორე ადგილაზეა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა სარაშვილი - 22.74%.

ასპინძაში ამ დროისთვის დათვლილია 23-დან 14 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს როსტომ მაგრაქველიძემ ამომრჩეველთა ხმების 56.86%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან ცაბაძემ 33.05% მიიღო.

ახალქალაქში, სადაც 70-დან 43 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იურიკ უნანიანმა 57.84% მიიღო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ მერობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა - 33.9%.

ნინოწმინდაში ამ დროის მონაცემებით 37-დან 18 უბანის მონაცემებია დათვლილი, რომლისთანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა ამორჩეველთა ხმების 82.65% მიიღო.

ონში ამ დროისთვის 23-დან 13 უბნის შედეგებია დათვლილი, რომელის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ემზარ საბანაძეს 89.72% აქვს.

ამბროლაურში, სადაც 37-დან 15 უბნის შედეგებია დათვლილი, წინასწარი მონცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე 66,83%-ით ლიდერობს.

ცაგერში ამ დროისთვის 41-დან 29 უბნის მონაცემებია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ავთანდილ უგრეხელიძემ ამომრჩეველთა ხმების 69.33% მიიღო.

ლენტეხში 23-დან 10 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბადრი ლიპარტელიანს 67.73% აქვს.

მესტიაში, სადაც ამ დროისთვის 40-დან 21 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კაპიტონ ჟორჟოლიანს 56.83%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს მალხაზ უდესიანს 43.17% აქვს.

ხარაგაულში ამ დროის მონაცემებით დათვლილია 37-დან 20 უბანი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 66,45%-ით ლიდერობს.

თერჯოლაში, სადაც ამ დროისთვის 33-დან 23 უბნის მონაცემებია დათვლილი და წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბონდო სოფრომაძემ ამორჩეველთა ხმების 59,12% მიიღო.

საჩხერეში ამ დროის მონაცემებით, 57-დან 45 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბენიამენი ფალავანდიშვილი 89,16%-ით ლიდერობს.

ზესტაფონში 53-დან 29 უბნის მონაცემების თანახმად, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს 54.47% აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ფერაძე - 17.08 %-ით.

ბაღდათში 30-დან 18 უბნის მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ გოგსაძემ ამომრჩეველთა ხმების 61.18%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ 35.25% მიიღო.

ვანში 31-დან 16 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი 70,38%-ით ლიდერობს.

სამტრედიაში 50-დან 23 უბნის მონაცემების თანახმად, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ 57,11% მიიღო.

ხონში, სადაც 29-დან 10 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ 56.42%, ხოლო „ერვოპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ 36.29% მიიღო.

ჭიათურაში 58-დან 31 უბნის მონაცემებია დათვლილი და წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე 61.92%-ით ლიდერობს.

ტყიბულში ამ დროის მონაცემებით 37-დან 21 უბანის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ ჩუბინიძემ ამორჩეველთა ხმების 60,5% მიიღო.

წყალტუბოში, სადაც 68-დან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა 51.67%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაზა მეტრეველმა 27.87% მიიღო.
ოზურგეთში, სადაც 62-დან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 43,77%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 41.32% მიიღო.

ლანჩხუთში, სადაც ამ დროისთვის 38 უბნიდან 21-ის შედეგებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი 64,53%-ით ლიდერობს.

ჩოხატაურში ამ დროისთვის 38-დან 22 უბნის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ ამომრჩეველთა ხმების 54,36% მიიღო.

აბაშაში ამ დროისთვის 24-დან 11 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია 62.87%-ით ლიდერობს.

სენკში, სადაც 43-დან 32 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლევან კუპრეიშვილს 55,21%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს კახაბერ ალანიას 26.52% აქვს.

მარტვილში ამ დროისთვის დათვლილია 35 უბნიდან 18 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 48.07%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.75% მიიღო.

ხობში ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 29 უბნის მონაცემები და წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა ქაჯაიამ ამომრჩეველთა 63,52%-მა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდში, სადაც 107 უბნიდან 55-ია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ამომრჩეველთა ხმების 52.61%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ 21.04% მიიღო.

წალენჯიხაში, სადაც 28-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბესიკ ფარცვანიას ამომრჩეველთა 65.61%-მა დაუჭირა მხარი.

ჩხოროწყუში ამ დროისთვის 27-დან 14 უბანია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, „ქართლი ოცნების“ მერობის კანდიდატი დათო გოგუა 67,83%-ით ლიდერობს.

ქედაში, სადაც ამ დროოსთვის 31-დან 9 უბანია დათვლილია, ამ დროის მონაცემებით, წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე 63.76%-ით, ხოლო მეორეზე „ნაციონალური მორაობის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე 16.47%-ით.

ქობულეთში ამ დროისთვის დათვლილია 65-დან 39 უბანი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მირიან ქათამაძემ ამომრჩეველთა ხმების 60.21%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თენგიზ ზოიძემ 25.09% მიიღო.

შუახევში, სადაც 49 უბნიდან 22-ის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 65.01%-მა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ომარ მეგრელიძეს კი - 18.97%-მა.

ხელვაჩაურში ამ დროისთვის 46-დან 28 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ჯუმბერ ვარდმანიძეს 53.25%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს თეიმურაზ დუმბაძეს 23.53% აქვს.

ხულოში ამ დროისთვის 54 უბნიდან 17-ია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმების 59.05%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 22.02% მიიღო.

მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია