დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე უმრავლესობაზე - მათ გამოაცხვეს მალფუჭებადი ნამცხვარი
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 16:00:02
../photo/2015_02/0-1IVLIS-2015/burjanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456190-nino-burjanadze-umravlesobaze-math-gamoackhves-malfutcebadi-namckhvari.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე უმრავლესობაზე - მათ გამოაცხვეს მალფუჭებადი ნამცხვარი", "datePublished": "2017-10-06 11:54:42", "dateModified": "2017-10-06 11:54:42", "description": "კონსტიტუციაზე ნამცხვრის გამოცხობის ასოციაცია რატომ გაუჩნდა პარლამენტის თავმჯდომარეს და თან მამაკაცს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVLIS-2015/burjanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონსტიტუციაზე ნამცხვრის გამოცხობის ასოციაცია რატომ გაუჩნდა პარლამენტის თავმჯდომარეს და თან მამაკაცს არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩიხში ამ მთავრობამ თავისი უგუნურობით და ხელისუფლების შენარჩუნების წყურვილით შეიყვანა, ამიტომ ”ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მილიარდებისა, ცუდად დაასრულებს.
ნინო ბურჯანაძე ასევე იხსენებს, თუ როგორ ”ამაყობდა“ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და აცხადებდა, თითქოს არჩევნები ჩაატარეს იდეალურად და მსოფლიო ორგანიზაციები, მხოლოდ დადებით დასკვნებს აქვეყნებდნენ.

”მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის დასკვნების წაკითხვა და მე ვენდობი ყველაზე კვალიფიციურ ”ოდირის” დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნებში მიღებული ხმები დაითვალა, ან ძალიან ცუდად ან ცუდად. არჩევნებში, სადაც ხმები ითვლება ცუდად, როგორ შეიძლება კარგად იყოს შეფასებული?! ზუსტად იგივე ფარსის წინაშე ვდგავართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თითქოს, ვენეციის დასკვნა არის ძალიან კარგი. სიმართლე არის მხოლოდ ერთი - ჩვენ ვართ ისეთ პოლიტიკურ კრიზისში და პოლიტიკურ ჩიხში, რომელიც სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ქვეყანაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია