დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - სამართალდამცველებს უნდა მოვთხოვოთ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458642-giga-bokeria-samarthaldamcvelebs-unda-movthkhovoth-yizilajloshi-momkhdari-faqtis-stsrafi-gamodzieba-da-damnashaveebis-dasja.html", "headline": "გიგა ბოკერია - სამართალდამცველებს უნდა მოვთხოვოთ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის სწრაფი გამოძიება და დამ...", "datePublished": "2017-10-20 08:35:41", "dateModified": "2017-10-20 08:35:41", "description": ""ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ფაქტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ფაქტის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა უნდა მოხდეს.

გიგა ბოკერიამ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს ძალიან შემაშფოთებელი ინციდენტი უწოდა.

"პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაზარალებულებს. იმედი მაქვს, რომ მათი ჯანმრთელობა სწრაფად გაუმჯობესდება. სამართალდამცველებს უნდა მოვთხოვოთ სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც საჯაროდაა ცნობილია მედიისა და საზოგადოებისთვის. თუმცა ზოგადად, ეს ტენდენცია ბოლო წლებია მიდის, როდესაც ქვეყანაში მატულობს კრიმინალი და ძალადობა და ეს არის სერიოზული პრობლემა", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, აღნიშნულ ინციდენთან დაკავშირებით მას არ აქვს ინფორმაცია, მომხდარი დაუკავშიროს პოლიტიკას, თუ - არა.
"ვწუხვარ, რომ როგორც გავიგე, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა უკვე რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ამ შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დაკავება, ვინც ეჭვმიტანილია ამ ძალიან მძიმე დანაშაულში. ზოგადად, თავი რომ დავანებოთ ღრმა დისკუსიას, როგორი უნდა იყოს კრიმინალის წინააღმდეგ პოლიტიკა, აქ არსებობს მარტივი რამ - ძალადობრივ ფაქტებზე უნდა ხდებოდეს რეაგირება და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები. ეს არის ფუნდამენტი პრობლემის და ორგანიზებული დანაშაულის სამყარო და კრიმინალები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოებრივი მოკავშირეები ხელისუფლების. ამას ზოგადად ვამბობ. ეს არის პრობლემა ბოლო წლებია. ამას არ ვამბობ მარნეულის შემთხვევაზე, ამას მინდა ხაზი გავუსვა. აქ არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და უბრალოდ სწრაფად უნდა იყვნენ დასჯილები, ვინც ეს ჩაიდინა", - განაცხადა ბოკერიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია