დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანიშვილი: სახელმწიფო ძირითადი დამსაქმებელი არ უნდა იყოს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 15:09:02
პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს და ძირითადი დამსაქმებელი ბიზნესი უნდა გახდეს. "ვართ სახელმწიფო, სადაც სამუშაო ადგილები არ არსებობს, ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფოა. ხალხმა უფრო მეტად კარგი ანალიზი უნდა გააკეთოს და მოთმინება გამოიჩინონ. იდეალური შერჩევა შეიძლება ვერ გავაკეთეთ და განაწყენდნენ ის ადამიანები, ვინც იბრძოდა, მაგრამ ვერ მიიღო სამუშაო ადგილი. მე მესმის მათი და ჩემიც უნდა გაიგონ, რამდენის დასაქმება შეუძლია სახელმწიფოს. უნდა შემცირდეს სახელმწიფო სამუშაო ადგილები. დამსაქმებელი ვერ იქნება სახელმწიფო", - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერი თვითმმართველობებში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენების მცდელობებსაც გამოეხმაურა. "ადგილობრივ თვითმმართველობებში იმედგაცრუებული არიან. ამბობენ, ყველგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დარჩნენ - ჩვენი მოქლაქეები არიან ისინიც, არჩეულები არიან. გეფიცებით, არ ვერევი ამ საკითხში, პატარა მონაწილეობა მივიღეთ, იქ, სადაც დარღვევები იყო", - აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია