დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე - მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უახლოეს მომავალში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება
ავტორი:
2017/დეკემბერი/28 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze-sofo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471051-sofio-kiladze-merabishvilis-sasargeblodac-rom-migvegho-gadatsyvetileba-theoriulad-mainc-gamorickhulia-rom-man-uakhloes-momavalshi-datovos-sapatimro-datsesebuleba.html", "headline": "სოფიო კილაძე - მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, ...", "datePublished": "2017-12-28 04:42:45", "dateModified": "2017-12-28 04:42:45", "description": "ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze-sofo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უახლოეს მომავალში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ე.წ. „უდოს“ კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მერაბიშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს შეკრებითობით გამოყენებულ საპატიმრო ზომაზე, თუმცა, ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომელზეც სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტლება მაისში გამოიტანა და რის გამოც, ვანო მერაბიშვილი დაწესებულებას ვერ დატოვებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ჰუმანური პოლიტიკა, ყოფილი შს მინისტრი, სასჯელს დაახლოებით 31 წელი მოიხდიდა.

„მერაბიშვილს ხუთ სხვადასხვა საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული და შეკრებითობით 6 წელი და 9 თვე აქვს სასამართლოს მხრიდან მისჯილი. ერთი საქმეა, რომელზეც, თუ სწორად მახსოვს, მაისში შეეფარდა სასჯელი და ამ საქმეზეც ერთ წელი და რამდენიმე თვე აქვს მისჯილი. ფაქტობრივად იმ 6 წელსა და 9 თვეზე ითხოვს ეს ადამიანი ვადამდე გათავისუფლებას, რაზეც კანონის მხრიდან თეორიულად ჰქონდა განაცხადის უდოზე შემოტანი უფლება, თუმცა ამავდროულად ჩვენ კიდეც რომ მის სასარგებლოდ მიგვეღო გადაწყვეტილება, მაინც გამორიცხულია, რომ მერაბიშვილი გამოვიდეს თავისუფლებაზე, რადგან არის განაჩენი, რომელიც მაისში დადგა და სწორედ ეს გამორიცხავს, რომ ის უახლოეს მომავალში გარეთ გამოვიდეს.
რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, თუმცა იმავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის დანაშაულები, რაც მას აქვს ჩადენილი. საქმე გვაქვს უამრავ დანაშაულთან და ეს რა თქმა უნდა მის მდგომარეობას ამძიმებს.

რომ არა შეკრებითობა, რომ არა ამნისტია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, ვანო მერაბიშვილს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დახლოებით 31 წელი მოუწევდა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია