დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერია მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 09:00:03
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/meriashenoba1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458344-thbilisis-meria-meris-moadgileebis-mier-aghebul-premiasthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrcelebs.html", "headline": "თბილისის მერია მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს", "datePublished": "2017-10-19 04:34:18", "dateModified": "2017-10-19 04:34:18", "description": "2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, - ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/meriashenoba1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მერის მოადგილეების მიერ აღებული პრემიის ოდენობასთან დაკავშირებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაული პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით.

იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი და არ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა, თბილისის მერიაში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, შედარებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2013 წელს თბილისის მერის მოადგილეების პრემიამ 127,187 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57, 850 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია