დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - მთავრობა საკუთარ თავზე 350 მილიონით მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენ ვხარჯავდით
ავტორი:
2014/დეკემბერი/27 00:30:02
პირველი ქვა გვესროლოს იმან, ვინც ჩვენზე უფრო უცოდველია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავდა.
ბაქრაძის აზრით, მოქმედ მთავრობას არ აქვს უფლება "ნაციონალურ მოძრაობას" ამ საკითხზე უსაყვედუროს, რადგან თავად "იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ყოფილი ხელისუფლება".
"უცოდველები ნამდვილად არ ვყოფილვართ და მათ შორის სწორედ იმან, რომ გარკვეულწილად ხალხის თანხების ხარჯვა ხდებოდა არასწორი ფორმით და არასწორი შინაარსითაც, განაპირობა ის დამოკიდებულება, რაც ჩამოყალიბდა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. უცოდველები ნამდვილად არ ვყოფილვართ და ჩვენი წილი ბრალი გვაქვს, მაგრამ პირველი ქვა გვესროლოს იმან, ვინც ჩვენზე უფრო უცოდველია. ამ ხელისუფლებას სამთავრობო ხარჯები რომ შეემცირებინა, ხმას არ ამოვიღებდი კრიტიკაზე. მაგრამ მთავრობას, რომელიც თავის თავზე 350 მილიონით მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენ ვხარჯავდით, არ აქვს უფლება მოგიტრიალდეს და დაითვალოს, რას აკეთებდი შენ 5 წლის წინ", - აღნიშნა ბაქრაძემ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია