დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულთან დაკავშირებით მაქსიმუმს აკეთებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/16 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/gaxaria5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457762-giorgi-gakharia-dartsmunebuli-var-da-vici-rom-sagareo-saqmetha-saministro-soso-osoraulthan-dakavshirebith-maqsimums-akethebs.html", "headline": "გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულთან დაკავშირებ...", "datePublished": "2017-10-16 07:38:56", "dateModified": "2017-10-16 07:38:56", "description": "დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით მაქსი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/gaxaria5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით მაქსიმუმს აკეთებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოჯახის შეშფოთება, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია.

”მეორე მხრივ, რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, ის სამწუხარო მდგომარეობა და სიტუაციაა, როდესაც სიმშვიდე და სიწყნარე ყველაზე უფრო საჭირო და აუცილებელია ამ თემის საბოლოოდ მოსაგვარებლად", - განაცხადა გახარიამ.

კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება კონგოში და ადგილზე შეისწავლის სოსო ოსორაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია