დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანიშვილი: ჩვენი გულისთვის თავს არავინ შეიწუხებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 14:58:02
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად დიპლომატიურ მექანიზმების გამოყენებას სთავაზობს. კაპანაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, მისასალმებელია. "ძველი ხელისუფლების რიტორიკა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არ იყო მისაღები და ამას მაშინაც ვამბობდით. ვამბობდით შიგნით, გადაწყვეტილებების მიღების დროსაც. მაგრამ, ერთია რიტორიკა და მეორეა დიპლომატიური ნაბიჯები. არსებობს 50 დიპლომატიური მექანიზმი. მაგალითად, ეუთოს ფარგლებში არის ვენის მექანიზმი, მოსკოვის მექანიზმი. ეს მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს იმისთვის, რომ რუსეთზე წნეხი გაიზარდოს. არა ისტერიული, არამედ დიპლომატიური წნეხი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. პრემიერმა კაპანაძის პასუხად, განაცხადა, რომ, ეს მექანიზმები არა რეალისტურია. "ამას ანალიზი სჭირდება. ამას ამ ეტაპზე, შენიშვნად ვერ მივიღებ. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც რეალისტურია. ევროპაც და ამერიკაც რაღაც დოზაზე, მხარს გვიჭერენ, მაგრამ, ჩვენი გულისთვის, რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ. შეიძლება რომელიმე მექანიზმი ეფექტური იყოს, მაგრამ ევროპას თვითონ აქვს დასალაგებელი ურთიერთობა რუსეთთან. არა მგონია, ვინმემ თავი შეიწუხოს. თქვენ არ იცით, აღარ მუშაობთ, უნდა გენახათ, რამდენი პოლემიკა იყო. არ მოდიან მეტზე. ისინი რუსეთსაც ელაპარაკებიან. ჩვენი საქმე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ევროპას და ამერიკას, მაგრამ ჩვენი გულისთვის არავინ არ შეიცვლის რუსეთთან დამოკიდებულებას", - აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია