დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტოს გამოყენებით ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების ინიციატივა წარადგინოს
ავტორი:
2017/სექტემბერი/26 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_e0a74.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454455-parlamentis-thavmjdomare-prezidents-sthavazobs-vetos-gamoyenebith-bonusis-sistemis-gauqmebisa-da-erthjeradad-blokebis-shenarchunebis-iniciativa-tsaradginos.html", "headline": "პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტოს გამოყენებით ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების ინიციატივა წარადგინოს", "datePublished": "2017-09-26 16:58:46", "dateModified": "2017-09-26 16:58:46", "description": "პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვას ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_e0a74.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვას სთავაზობს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ამ ნაბიჯით პრეზიდენტს შეუძლია, საკონსტიტუციო ცვლილებების 6 თვიან პროცესში პირველად ითამაშოს კონსტუქციული როლი.

„ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი პრეზიდენტი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, დაიწყება ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელშიც ასახული იქნება ის დაპირებები, რაც მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიას მისცა, კერძოდ, ბონუსის გაუქმება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია