დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა 2018 წელს, არჩევნების 7 წლის თავზე , ბუნებრივია, ვერ შეგვეშინდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/13 17:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze5_f36f0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457466-irakli-kobakhidze-thu-vinmes-eshinia-saprezidento-archevnebis-unda-shegvshineboda-2018-tsels-archevnebis-7-tslis-thavze--bunebrivia-ver-shegveshindeba.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა 2018 წელს, არჩევნების ...", "datePublished": "2017-10-13 12:40:12", "dateModified": "2017-10-13 12:40:12", "description": "თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა ჩვენ სწორედ 2018 წელს. 7 წლის თავზე საპრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze5_f36f0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა ჩვენ სწორედ 2018 წელს. 7 წლის თავზე საპრეზიდენტო არჩევნების, ბუნებრივია, ვერ შეგვეშინდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გამორიცხულია იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილება შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს.

”რაც შეეხება პრეზიდენტის ორ შენიშვნას, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს განსხვავებული პოზიციები. ერთი ეხება პროპორციულ არჩევნებს და აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ამოქმედების გადავადებაზე, რასაც ჰქონდა სუფთა პოლიტიკური მიზეზი. ყველამ იცის, რომ დღეს შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვება. თუმცა, ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემის მიმართულებით და ეს სისტემა ჩაირთვება იმ დღიდან, როდესაც გაიმართება შემდეგი პარლამენტის პირველივე შეკრება. მეორე საკითხი არის საპრეზიდენტო არჩევნები და აქ რამდენიმე საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი. შესაძლოა ხალხს დაავიწყდა კიდეც, რადგან ამაზე არავინ საუბრობს, რომ ეს სისტემა შემოგვაქვს 2024 წლიდან. ასე რომ, გამორიცხულია იმაზე საუბარი, რომ ეს ცვლილება შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს. ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებიც იყო გამოყენებული - ხუშტურები და ა.შ. არავის ხუშტურებს ცვლილება არ ემსახურება, ეს რომ იყოს ხუშტურები, ჩვენ გადავიდოდით პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე 2018 წლიდან. თუ ვინმეს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების, უნდა შეგვშინებოდა ჩვენ სწორედ 2018 წელს. 7 წლის თავზე საპრეზიდენტო არჩევნების ბუნებრივია ვერ შეგვეშინდება”, - განაცხადა კობახიძემ.

მანვე ისაუბრა ”ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე პლებისციტთან დაკავშირებით.

”ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა და ვკითხეთ ხალხს ვინ ემხრობოდა პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით და ვინ პრემიერის. ვინც ამ დარბაზშია, ყველამ იცის, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევა პირდაპირი გზით არის ნონსენსი. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მხარს უჭერს მოსახლეობის 81%, პრემიერ-მინისტრის პირდაპირი წესით არჩევას მხარს უჭერს 75%. ზუსტად იგივე შედეგი გვექნებოდა, რომ დაგვესვა ანალოგიური კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ძალიან ადვილია ამ თემებით მანიპულირება”, - აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია