დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ვანეევი: სამხრეთ ოსეთს ოლიმპიური კომიტეტიც არ აქვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 14:55:02
სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურნენ. აბაშიძის თქმით, მას აქვს მყარი გარანტიები, რომ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. მინისტრი დიმიტრი ვანეევი აცხადებს, რომ ისინი არც აპირებდნენ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, ამისთვის მზად არ არიან და მათ ოლიმპიური კომიტეტიც კი არ აქვთ. თუმცა ვანეევის თქმით, სამხრეთ ოსეთის სპორტსმენები ხშირად რუსეთის სახელით გამოდიან და ჯილდოებსაც იღებენ. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ბაზაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შეყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამ ფაქტს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საპროტესტო ნოტის მომზადებითა და მისი საერთაშორისო კომიტეტისა და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფისთვის გაგზავნით გამოეხმაურა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია