დაისვენე კურორტ ახალდაბაში
GIPA-ში ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 20:30:07
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/udumashvili_777f1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457300-gipa-shi-zaal-udumashvilthan-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "GIPA-ში ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრა გაიმართა", "datePublished": "2017-10-12 16:41:12", "dateModified": "2017-10-12 16:41:12", "description": "GIPA-ში მმართველობის სკოლის სტუდენტების მიერ რეიტინგით შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/udumashvili_777f1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } GIPA-ში მმართველობის სკოლის სტუდენტების მიერ რეიტინგით შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრის ციკლი გრძელდება.
საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო სტუდენტებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი შეხვდა.

GIPA-ს ინფორმაციით, უდუმაშვილმა სტუდენტებთან საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამასა და თბილისის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი ხედვა ქალაქის ბიუჯეტის ფორმირების, სოციალური პოლიტიკის, სკოლამდელი აღზრდისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს წარიმართა კითხვა-პასუხი, რა დროსაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს ინფორმაცია.

მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა მერობის კანდიდატებთან მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. დაწვრილებით ინფორმაცია და დეტალური განრიგის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია