დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 11:30:02
../photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/natroshvili-levan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456487-levan-natroshvilis-informaciith-prokuratura-saarchevno-kampaniashi-sabavshvo-baghebis-thanamshromlebis-shesadzlo-monatsileobaze-gamodziebis-datsyebis-safudzvels-ver-khedavs.html", "headline": "ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესა...", "datePublished": "2017-10-09 07:31:07", "dateModified": "2017-10-09 07:31:07", "description": "”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/natroshvili-levan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს. როგორც ნატროშვილმა ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დატოვების განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი არის მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლო ჩართულობის შესახებ სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება.

”მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ შიდა მოკვლევა აქვთ დაწყებული, მაგრამ პირველ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლიათ, არის არის ის, რომ ასეთი შემთხვევები არ დასტურდება. თუმცა, ყველაზე პრობლემატური პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებაა, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი საკმარის საფუძველს ვერ ხედავენ გამოძიების დასაწყებად. ამას არ ვეთანხმებით, რადგან თუ დადგინდება, რომ ჩანაწერები ნამდვილია და მართლაც იყო ასეთი დავალება გაცემული ბაღების სააგენტოს მხრიდან, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება”, - განაცხადა ნატროშვილმა.

მსგავს დარღვევებზე მიუთითებს ”ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საჯარო რესურსის გამოყენება ”ქართული ოცნების” მხრიდან აშკარაა.

”ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ”ქართული ოცნება” ახდენს მთლიანად საჯარო სექტორის მობილიზაციას და მათი მეშვეობით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, რაც უკანონოა. ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის, რასაც არასამთავრობო სექტორი ეძახის სისტემურ დანაშაულს”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მმართველი გუნდი კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს უარყოფს.

”ჩვენი მხრიდან არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ აქვს ადგილი. არც ერთი ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში, არც ერთ შემთხვევაში არ მოუწოდებს საჯარო მოხელეს თუ ბაღის თანამშრომელს, რომ მონაწილეობა მიიღონ შეხვედრებზე იმ პირობებში, როდესაც ეს კანონმდებლობით ეკრძალებათ”, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია