დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კიევის ცენტრში "თბილისობა" გაიმართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/ukrainatbilisoba.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456438-kievis-centrshi-qthbilisobaq-gaimartha.html", "headline": "კიევის ცენტრში "თბილისობა" გაიმართა", "datePublished": "2017-10-08 16:51:16", "dateModified": "2017-10-08 16:51:16", "description": "საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ კიევის ცენტრში "თბილისობა" გახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/ukrainatbilisoba.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ კიევის ცენტრში "თბილისობა" გახსნა.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ელჩი ეწვია ივანე კავალერიძის მუზეუმს, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე, გელა დუმბაძე ეწვია ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციას, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და მიესალმა ქართული რესტორნების წარმომადგენლებს, რომლებიც მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ ქართული კერძებით.

მოგვიანებით გელა დუმბაძემ და კიევის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა დიანა პოპოვამ გადაინაცვლეს საზეიმო სცენაზე, საიდანაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა "ალილომ" და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია" შემოქმედებითმა კოლექტივმა. რომ თბილისობაზე წარმოდგენილი იყო ნათია დოლიძის ხელნაკეთი ნივთების და ეკა ჯაფარიძის ბატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია