დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ
სესიაში მონაწილეობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/parlamentarebinatoshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456403-saqarthvelos-parlamentis-mudmivmoqmedi-delegacia-natos-saparlamento-asambleis-tsliursesiashi-monatsileobs.html", "headline": "საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ
სესიაში მონაწილეო...", "datePublished": "2017-10-08 09:36:46", "dateModified": "2017-10-08 09:36:46", "description": "რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე სესია მიმდინარეობს, რომლის ფა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/parlamentarebinatoshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე სესია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქართველმა პარლამენტარებმა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო
ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრმა, თადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. მისივე განცხადებით, მიუხედავად რეგიონში
არსებული
სირთულეებისა, საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას
და სულ უფრო მეტ
წარმატებას აღწევს ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 


"მიღებული 
საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის
ქვეყნის
გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ გარანტიებს. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურადაა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, თავისი მასშტაბებითა და შინაარსით უპრეცედენტოა საქართველოს უახლეს ისტორიაში", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი და პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე მონაწილეობენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია