დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უძლიერეს გარანტიებს იძლევა, რომ ავტოკრატია თავიდან აგვაცილოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456148-irakli-kobakhidze-sakonstitucio-cvlilebebi-udzlieres-garantiebs-idzleva-rom-avtokratia-thavidan-agvacilos.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უძლიერეს გარანტიებს იძლევა, რომ ავტოკრატია თავიდან აგვაცი...", "datePublished": "2017-10-06 09:06:46", "dateModified": "2017-10-06 09:06:46", "description": "საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია არ შეესაბამება ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია არ შეესაბამება ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის პრინციპს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ამჟამინდელი კონსტიტუცია მთავრობას შესაძლებლობას აძლევს ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბოს, მმართველ გუნდს კი სურს „გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში“.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერია. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია არ შეესაბამება ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის პრინციპს, რაც გაზიარებული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენი მიზანი იყო კონსტიტუციის კონტროლისა და ბალანსის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანა, დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობის გაძლიერება. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია მთავრობას შესაძლებლობას აძლევს ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოაყალიბოს თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ჩვენ გვსურს გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უძლიერეს გარანტიებს იძლევა საამისოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია