დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზვიად ძიძიგური - არასამთავრობოების მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს ჰგავს
ავტორი:
2018/ივნისი/06 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/dzidziguri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497188-zviad-dzidziguri-arasamthavroboebis-mothkhovna-politikur-ultimatums-hgavs.html", "headline": "ზვიად ძიძიგური - არასამთავრობოების მოთხოვნა პოლიტიკურ ულტიმატუმს ჰგავს", "datePublished": "2018-06-06 08:37:49", "dateModified": "2018-06-06 08:37:49", "description": "პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას იუსტიციის მინ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/dzidziguri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ პოლიტიკურ ულტიმატუმად აფასებს.

“როცა არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ ასეთი ტიპის მოთხოვნებს, ეს ძალიან გავს პოლიტიკურ ულტიმატუმს“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისი თქმით, ეს არის გასვლა იმ სივრციდან, რა სივრცეშიც მესამე სექტორი მუშაობს.

“არასამთავრობო სექტორს აქვს სრული შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიღოს პროკურორების შერჩევის პროცესში. თუ ისინი ამ პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თავის თავს დაიყენებენ პროცესს მიღმა და ეს იქნება პირადად მათი ბრალი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

გუშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მთავრობას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა სთხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას, ვიდრე ამ პროცესს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია