დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეველინ ფარკასი - გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/makkeinisinstituti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455916-evelin-farkasi-gadatvirthvis-politikisas-saqarthvelos-sakithkhi-gathvalistsinebuli-unda-yofiliyo.html", "headline": "ეველინ ფარკასი - გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო", "datePublished": "2017-10-05 07:09:32", "dateModified": "2017-10-05 07:09:32", "description": "გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ობამას ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/makkeinisinstituti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გადატვირთვის პოლიტიკისას საქართველოს საკითხი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასმა მაკკეინის ინსტიტუტში გამართული დებატებისას განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, დებატების ერთ მხარეს, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი დევიდ კრემერი და ობამას თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკის შემუშავებას ემხრობოდნენ, ხოლო, მეორე მხარეს, კისინჯერის ასოციაციის დირექტორი ტომ გრამი და კენანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მეთ როჟანსკი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის საჭიროებაზე საუბრობდნენ.

რუსეთისადმი ამერიკის სტრატეგიის განხილვისას საქართველო-რუსეთის ომი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო. შეკავების მომხრეები ფიქრობენ, რომ ამერიკის სუსტმა პასუხმა და ომის შემდეგ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა განაპირობა, ჩათვალა, რა მოსკოვმა რომ პოლიტიკური ფასი აქაც დაბალი იქნებოდა.

„როდესაც გადატვირთვის პოლიტიკას ვაფასებთ, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია. ეს არ გულისხმობს, რომ „გადატვირთვის პოლიტიკაზე“ უარი უნდა გვეთქვა. თუმცა, მოლაპარაკებებისას საქართველოს საკითხი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ნაწილი ჩვენი მიდგომისა, რომ ჩვენ არ გვახარებდა და არ ვიღებდით ოკუპაციას“, - აცხადებს ფარკასი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

სხვა ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ამერიკის აქტიურმა მხარდაჭერამ საქართველოსადმი, რუსეთის აგრესიული ნაბიჯი განაპირობა.

„საქართველოსთან ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობდით და ვეხმარებოდით სააკაშვილს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთთან ურთიერთობებშიც მას გავუწიეთ გარკვეული დახმარება. და ნათელია, რომ ეს პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ უარი ვთქვით რუსეთთან მუშაობაზე. და ასევე მეორე მხრივ, საქართველო მივატოვეთ. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ მივაღწიეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ, შედეგად გვაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, - განაცხადა ტომ გრამმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია