დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი აბაშიშვილი - მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება, ეს იქნება ბოლო შესაძლებლობა, ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/04 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455745-giorgi-abashishvili-mthavari-gantsyoba-unda-iyos-konsensusis-dzieba-es-iqneba-bolo-shesadzlebloba-am-rthuli-mdgomareobidan-gamovideth.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება, ეს იქნება ბოლო შესაძლებლობა, ამ რთ...", "datePublished": "2017-10-04 08:25:38", "dateModified": "2017-10-04 08:25:38", "description": "ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი პარტიის დაგეგმილ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ არსებული რთული მდგომარეობიდან, საჭიროა გამოსავლის მოძიება.

”გამოსავალი არის ერთადერთი - უნდა მოხერხდეს ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი შესაძლებელია და ეს დადასტურდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დროს, როდესაც მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება. ამ შემთხვევაში ეს იქნება ზუსტად ერთადერთი გზა და ბოლო შესაძლებლობა, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განწყობა არის და იყო ორიენტირებული კონსენსუსზე, შესაბამისად, მთავარი მოლოდინიც და მთავარი შედეგის მიღწევაც, არის ამ შემთხვევაში კონსენსუსი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას დღეს, 16:00 საათზე შეხვდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია