დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფიფია: საფერავს 1,18, ხოლო რქწითელს 1,05 ლარად იბარებენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:17:03
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მედიას რთველის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. კომპანიები დიდ ინტერესს გამოხატავენ. მინისტრის ინფორმაციით, ყურძენს 67 კომპანია იღებს. გლეხებმა და ფერმერებმა 49 ათასი ტონა უკვე ჩააბარეს. ყოველდღიურად კი 4500 ტონა ყურძენს აბარებენ. ფიფიას თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტით კომპანიებმა კარგად ისარგებლეს, რომლის ფარგლებშიც 42 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. როგორც ფიფია აღნიშნავს, რთველი უახლოეს ხანში დასრულდება. ადგილებზე 22 აგვისტოდან სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლები ჰყავს მივლენილი. რაც შეეხება ყურძნის ჩაბარების ფასს, საფერავის საშუალო ღირებულებაა 1,18 ლარია , ხოლო რქაწითელის 1,05 ლარი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია