დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯონ მაკკეინი - "ქართული ოცნების" ლიდერები ისეთივე დიდსულოვნები უნდა იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, როგორც "ნაცმოძრაობა" თავის მარცხში
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 10:00:02
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ ამ გამარჯვებით ქართველებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიის სიმწიფისა და ინსტიტუციონალიზაციისკენ.
"ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას. ყველა შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო, როგორც ეს ეუთო-სა და სართაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს. ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიის სიმწიფისა და ინსტიტუციონალიზაციისკენ", - აღნიშნავს ჯონ მაკკეინი.
ამერიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებს იმსახურებს იმისთვის, თუ როგორ მოიქცა უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში და ძალაუფლების გადაბარების დროს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ აწყდება პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება შთამბეჭდავი იყო. ამაში დიდი წვლილი პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს მიუძღვით. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრეცედენტს ამყარებს: თავისუფალი არჩევნების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზით ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას. არჩეული პრეზიდენტის და "ქართული ოცნების" ლიდერები ისეთივე დიდსულოვნები უნდა იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" არიან თავიანთ მარცხში", - აღნიშნავს ჯონ მაკკეინი.
ამერიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ან რომელი პარტია მართავს საქართველოს, ის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორიობის გაძლიერების ერთგული რჩება. "საქართველო და აშშ ბევრ საერთო ინტერესს იზიარებს, დაწყებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევიდან და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, დამთავრებული საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციითა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დაბრუნებით, რომელიც რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება. მე საქართველოს ერთგული მეგობარი ვარ და ვიმედოვნებ, ისევე კონსტრუქციულად შევძლებ საქართველოს მომავალ მთავრობასთან თანამშრომლობას, როგორი კონსტრუქციული თანამშრომლობაც მქონდა ათი წლის განმავლობაში საქართველოს მიმავალ მთავრობასთან", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია