დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/04 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455717-irakli-kobakhidze-veneciis-komisiisgan-sakonstitucio-cvlilebebthan-dakavshirebith-dadebith-daskvnas-elodeba.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდებ...", "datePublished": "2017-10-04 06:39:33", "dateModified": "2017-10-04 06:39:33", "description": "მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვენეციაში გამგზავრების წინ განუცხადა. მისივე თქმით, წინასწარ დასკვნასთან შედარებით, შესაძლოა, დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შევიდეს.

ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება.

მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან.

„მივემგზავრებით ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, მანამდე გვექნება შეხვედრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და ასევე მის გენერალურ მდივანთან, გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე. მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის რა თქმა უნდა, პოზიტიური“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია