დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურვილი, ოღონდ უფრო კონკრეტულად - ადგილისა და დროის მითითებით
ავტორი:
2017/სექტემბერი/29 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/mdinaradze_ce283.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455094-mamuka-mdinaradze-chven-mzadyofna-davafiqsireth-jeri-prezidentzea-man-unda-gamothqvas-shekhvedris-survili-oghond-ufro-konkretulad-adgilisa-da-drois-mithithebith.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურ...", "datePublished": "2017-09-29 15:19:41", "dateModified": "2017-09-29 15:19:41", "description": "ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურვილი, ოღონდ უფრო კო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/mdinaradze_ce283.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურვილი, ოღონდ უფრო კონკრეტულად - ადგილისა და დროის მითითებით, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ვეტო ჭირდება პრეზიდენტს და არა უმრავლესობას. „ჩვენ მივეცით შანსი და შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება, რითაც კონსტრუქციულ წვლილს შეიტანდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებაში. მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს კონსტიტუცია საათებს ვერ უძლებს და თითქოს ჩვენ ვითხოვთ მისგან კონსტიტუციაზე ვეტოს დადებას. აღნიშნული რეაქცია და საკითხის ასე შემოტრილება რამდენად არის პოლიტიკური მორალის მატარებელი, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ვეტო ჭირდება პრეზიდენტს და არა ჩვენ, რადგან მისგან დამოუკიდებლადაც ვაპირებთ ამის გაკეთებას, უბრალოდ ეს შედარებით ხანგძლივი პროცესია. რაც შეეხება შეხვედრას, ვეტო არის პრეზიდენტის კომპეტენცია, შეხვედრაზე ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურვილი, ოღონდ უფრო კონკრეტულად - ადგილისა და დროის მითითებით. ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვართ“, – აცხადებს მდინარაძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია