დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალური დახმარების 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს
ავტორი:
2017/სექტემბერი/27 19:00:02
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/elisashvili_af5e1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454660-gamarjvebis-shemthkhvevashi-aleqsandre-elisashvili-socialuri-dakhmarebis-100-laramde-gazrdas-gegmavs.html", "headline": "გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალური დახმარების 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს", "datePublished": "2017-09-27 14:58:19", "dateModified": "2017-09-27 14:58:19", "description": "თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალური დახმარების 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/elisashvili_af5e1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალური დახმარების 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს.

როგორც ელისაშვილმა სოციალური პოლიტიკის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ბოლო 15 წლის განმავლობაში თბილისი საცხოვრებლად უვარგისი ქალაქი გახდა და მისი და მისი გუნდის ამოცანა ქალაქის გადარჩენაა.

„ჰაერი არის მომაკვდინებელი და მომწამვლელი. ფეხით სიარული ამ ქალაქში წარმოუდგენელია, რადგან ტროტუარები ფიზიკურად აღარ დარჩა, მანქანით გადაადგილება არის ძალიან რთული. არაფერს ვამბობ იერსახეზე. ჩვენ თანდათან ვიღებთ ქალაქს, რომელიც თავის თავს - თბილისს აღარ ჰგავს. ეს ვითარება არის საგანგაშო და ჩვენი პირველი მზიანი, ამოცანა და გამოწვევა არის, რომ ქალაქი გადავარჩინოთ. ჩვენ დღეს ვდგავართ ისეთი რეალობის წინაშე, რომ თბილისი უნდა გადავარჩინოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ელისაშვილის თქმით, დღეს ქალაქის მერიას არ აქვს მიზნობრივი პროექტები, რომლებიც ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას ემსახურება.

„ჩვენთან მედიკამენტები არის ძალიან ხელმიუწვდომელი. საბავშო ბაღში რეგისტრაცია ჩაწყობის გარეშე რთულია. რა უნდა გავაკეთოთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში? - მე ვდებ პირობას, ჩემი მერობის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში ვერავის ამოიღებენ სოციალური სიიდან, მიუხედავად იმისა, სამსახურს იშოვიან თუ არა, ტელევიზორს აჩუქებენ თუ არა, ყველა იქნება დაზღვეული, 60 ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველებისთვის კი გაიზრდება 100 ლარამდე; ბაღები რომ გადატვირთული არ იყოს, აუცილებელია ვაუჩერიზაცია. 3 500 ლარიანი ვაუჩერი იქნება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, დანარჩენზე - 2 100-ლარიანი ვაუჩერი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია