დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/აპრილი/20 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_cc1a3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489120-nato-s-dgheebis-farglebshi-mikheil-janelidzem-studentebthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": "ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა", "datePublished": "2018-04-20 13:12:39", "dateModified": "2018-04-20 13:12:39", "description": "ნატო-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_cc1a3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნატო-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება. მინისტრმა ასევე ნატო-ს დღეების მნიშვნელობასა და მიზანზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენი ურთიერთობები ნატო-სთან არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებული სიტყვები. ეს არის ნატო-ს გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც გამოხატავს ნატო-ს ხელმძღვანელობის და მისი წვერი ქვეყნების პოზიციას“, - განაცხადა მინისტრმა სტუდენტებთან საუბრისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

„არჩევანი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ეს არჩევანი, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, გავაკეთეთ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე და ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება ჩვენს მეტ უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას და რაც მთავარია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ლექციის ფარგლებში სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის (GIPA) , თავისუფალი უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე სტუდენტური არასამთავრობოს გაერთიანებების YATA Georgia-ს და YES Georgia-ს წარმომადგენლები.

ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია