დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ, მიღებულია ერთი პარტიის მიერ და მორგებულია ერთი ადამიანის ინტერესს, ჩვენ ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით
ავტორი:
2017/სექტემბერი/26 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kvirikashvilipk-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454323-giorgi-kvirikashvili-konstitucia-romlithac-dghes-vckhovrobth-mighebulia-erthi-partiis-mier-da-morgebulia-erthi-adamianis-interess-chven-am-memkvidreobisgan-vthavisufldebith.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ, მიღებულია ერთი პარტიის მიერ და მორგებულია ერთი ადამიანის ინტერესს, ჩვენ ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით", "datePublished": "2017-09-26 09:12:02", "dateModified": "2017-09-26 09:12:02", "description": "კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kvirikashvilipk-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს, ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ არსი იმ პროცესის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვების პროცესში და ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისთვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თავისთავად არსი იმ ცვლილებების, რომლებსაც დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვღებულობთ, არის უაღრესად დემოკრატიული, ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინ ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას.

„კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებულია ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვღებულობთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია