დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 09:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 05:19:58", "headline" : "მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/7b4d894b67b0fca8ca7ea1907a550b1b.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451720-mikheil-janelidze-somekh-kolegas-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა", "datePublished": "2017-09-12 05:19:58", "dateModified": "2017-09-12 05:19:58", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/7b4d894b67b0fca8ca7ea1907a550b1b.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.

„შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა  სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა სექტემბერში, საქართველოში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის დაგეგმილი ვიზიტი.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ამ მხრივ, პოზიტიურად შეფასდა ივნისში სომხეთში გამართული ბიზნეს ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატა ქართველი და სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით საზაფხულო ბანაკებში საქართველოსა და სომხეთში.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია