დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი
ავტორი:
2017/სექტემბერი/23 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453885-anri-okhanashvili-opoziciam-gaushva-shansi-chventhan-erthad-shesuliyvnen-saqarthvelos-istoriashi-rogorc-uprecedento-dokumentis-thanaavtorni.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი", "datePublished": "2017-09-23 08:11:41", "dateModified": "2017-09-23 08:11:41", "description": "ქართულმა ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქართულმა ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეხება.

”ვენეციის კომისიის დასკვნა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ კონსტიტუციის ახალი პროექტით, ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლოეს ისტორიაში, შევქმენით პირველი პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველმა პარტიამ ასეთი უმრავლესობა გამოიყენა არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად, არამედ დემოკრატიული, ქართველ ხალხზე ორიენტირებული კონსტიტუციის შესაქმნელად. ეს კონსტიტუცია იქნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების გარანტი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში შესაძლებელია, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ინტერესების გამომხატველი და, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით დემოკრატიის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ასეთი პროექტის შემუშავება ვერ შეძლო ხელისუფლებაში აქამდე მყოფმა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ვინაიდან ისინი, კონსტიტუციაში ცვლილებების დროს, ძირითადად, ხელმძღვანელობდნენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით და არა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვით.

”კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი არის ისტორიული დოკუმენტი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, ვიყოთ ამ კონსტიტუციის ავტორები. დიდი მადლობა ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას ჩვენთვის მონიჭებული ნდობისთვის, რამაც ჩვენ ასეთი ისტორიული დოკუმენტის შექმნა შეგვაძლებინა. სამწუხაროა, რომ ქართული ოპოზიცია ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაეთმო ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. მათ გაუშვეს შანსი, ყოფილიყვნენ ისტორიული პროცესის მონაწილენი და ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართული საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ვენეციის კომისია ვიზიარებთ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხოლო ოპოზიციური პარტიებისთვის ასეთი დემოკრატიული ფასეულობები მიუღებელია. ეს ბუნებრივი ლუსტრაციაა! ის, რომ ოპოზიციის ულტიმატუმები მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში, ვენეციის კომისიამ, თავისი დასკვნის ერთი აბზაცით დაადასტურა: „ვენეციის კომისია მხარს უჭერს თავის წინასწარ პოზიტიურ შეფასებას იმასთან მიმართებაში, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს.“ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ქართველ ხალხს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან, რომ არა მისი თავდაუზოგავი შრომა და მაღალი კვალიფიკაცია, წარმოუდგენელი იქნება ასეთი ღირებული კონსტიტუციის მიღება”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია