დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნაზე, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokuchava_886b0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453818-thina-bokuchava-dzalian-samtsukharoa-rom-qarthulma-ocnebam-gadatsyvita-moatyuos-sazogadoeba-da-ar-thqvas-simarthle-im-daskvnaze-rac-veneciis-komisiam-gamoaqveyna.html", "headline": "თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნაზე, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა", "datePublished": "2017-09-22 18:37:02", "dateModified": "2017-09-22 18:37:02", "description": "ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნასთან ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokuchava_886b0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნასთან მიმართებაში, რაც გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა. მისი თქმით, დასკვნაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაუსვლელობა უდავოდ სამწუხაროა.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნასთან მიმართებაში, რაც გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. დასკვნაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული ის, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რომ არ ხდება, არის უდავოდ სამწუხარო. ამაზე უფრო კრიტიკულს ვენეციის კომისია ვერაფერს იტყვის. ეს არის ყველაზე მკაცრი შეფასება, რაც შესაძლოა ვენეციის კომისიამ გააკეთოს. აქვე ამატებს ვენეციის კომისია, რომ სწორედ ეს საკითხი იყო უმთავრესი საკითხი, რაც შეუძლებელს ხდიდა კონსენსუსს. ნაცვლად იმისა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” შეისმინოს კრიტიკა, ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს და მოატყუოს საქართველოს ხელისუფლება. არ ვიცი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდი რის იმედზეა, რომ მათ გარდა სხვამ ინგლისური ენა არ იცის, თუ დასკვნას არ წაიკითხავს?”, - განაცხადა ბოკუჩავამ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია