დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბექა პეტრიაშვილი - 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა
ავტორი:
2018/მაისი/24 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/petriashvili_f55b2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494878-beqa-petriashvili-26-maisis-aqciis-darbevam-ganapiroba-nacionaluri-modzraobis-sastiki-rezhimis-damkhoba.html", "headline": "ბექა პეტრიაშვილი - 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხ...", "datePublished": "2018-05-24 11:53:34", "dateModified": "2018-05-24 11:53:34", "description": "26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა, - ამის შესახებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/petriashvili_f55b2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა, - ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ბექა პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბექა პეტრიაშვილი, ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარია, რომელიც 26 მაისის აქციის მსხვერპლი გახდა. ბექა პეტრიაშვილი 2011 წლის მაისის აქციების პერიოდში „სახალხო კრების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

„აქციებზე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა დადიოდა. მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი იქ დგომისა იმ უსამართლობასთან ბრძოლა გახლდათ, რაც მაშინ საქართველოში სუფევდა.
მიუხედავად ზონდერ ბრიგადების მხრიდან პერმანენტული დარბევებისა, 25 მაისს ტელევიზიიდან პარლამენტის შენობასთან გადავინაცვლეთ. სწორედ რუსთაველის გამზირზე გათენდა სისხლიანი 26 მაისი. ეს არ გახლდათ მიტინგის დაშლის ან დარბევის მცდელობა. ეს იყო პირდაპირი სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანებისკენ მიმართული, რომლებიც არ ვეგუებოდით უსამართლობას და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას. ხელისუფლების მიზანი გახლდათ, რომ ხალხში განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში ჩაეხშოთ ყველანაირი საპროტესტო განწყობა და სურვილი, თუმცა შედეგი სრულიად საპირისპირო მიიღეს. სწორედ 26 მაისის აქციის დარბევამ განაპირობა, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის დამხობა. აქციის დარბევის დამთავრების შემდეგ დაიწყო რეპრესიების რამოდენიმე ტალღა, რომლის დროსაც მოხდა ჩემი დაკავება მოგონილი ბრალდებით.
ცრუ მოწმეებისა და პოლიციელების ჩვენების საფუძველზე მომესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 5 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით განვთავისუფლდი გლდანის ციხიდან. 2011 წლის ის დღეები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რადგან იქ მდგარი ადამიანები დაუპირისპირდენ უსასტიკეს რეჟიმს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამავდროულად, მთელი ცხოვრება ვიამაყებ კიდევაც, რომ მეც მათ გვერდით ვიდექი, რადგან სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი იმ სისხლიანი რეჟიმის დასასრულს, რომელმაც საქართველოს მრავალი უბედურება დაატეხა თავს“, - აცხადებს ბექა პეტრიაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია