დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია შს სამინისტროს ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გამოძიებას ულოცავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 19:30:03
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შს სამინისტროს ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გამოძიებას ულოცავს.
როგორც ირაკლი ალასანიამ იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ამასთან დაკავშირებით გამოძიება საზოგადოებას კითხვებზე პასუხებს აცნობებს.
"ყველას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ დანაშაული გამოძიებულია. ვულოცავ შსს-ს. რა თქმა უნდა ყველას იმედი გვქონდა, რომ მართლაც გაირკვეოდა ობიექტური ჭეშმარიტება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე ნათელი მოეფინება იმ შეკითხვებს, რომლებიც გვქონდა, არის თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი, არის თუ არა ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული, იყო თუ არა ეს კამპანია, რომელიც იმ ტრაგიკულ დღეებში აგორდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოძიება საზოგადოებას პასუხებს აცნობებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა,  ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით არანაირი სიახლე არ არსებობს. ალასანიას განმარტებით, თუ პროგრესი არ იქნება გამოძიებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, თავდაცვის სამინისტრო როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარ რესურსებს გამოიყენებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღემდე ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით არანაირი სიახლე არ არსებობს. ალასანიას განმარტებით, თუ პროგრესი არ იქნება გამოძიებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, თავდაცვის სამინისტრო როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარ რესურსებს გამოიყენებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია