დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 18:20:02
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სასამართლოში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ის თანამდებობიდან გადააყენეს. ბარათაშვილის ინტერესებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. როგორც News.ge-ს „საიას“ იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა განუცხადა, სარჩელს ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ. იურისტის თქმით, ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება პროცედურების დარღვევით მოხდა. „3 მოთხოვნა გვაქვს სარჩელით დაყენებული. ეს არის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება“,- განმარტა გოგოსაშვილმა. გიორგი ბარათაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბერს გადააყენა. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლა. საბჭოს მიერ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 აპრილს გაუქმდა, 24 აპრილს კი ბარათაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე დაბრუნდა.          
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია