დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახური სადამსჯელო სტრუქტურა არ იქნება
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 17:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453336-irakli-meqvabishvili-auditis-samsakhuri-sadamsjelo-struqtura-ar-iqneba.html", "headline": "ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახური სადამსჯელო სტრუქტურა არ იქნება", "datePublished": "2017-09-20 12:56:42", "dateModified": "2017-09-20 12:56:42", "description": "აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი იქნება პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს არ იქნება რამე სადამსჯელო სტრუქტურა, თუმცა თუ ვნახავთ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b8c8f87b4e398d417da89a3f5c05d242.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი იქნება პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობა. ეს არ იქნება რამე სადამსჯელო სტრუქტურა, თუმცა თუ ვნახავთ რომ რამე დარღვევაა, მაშინ ამას მყისიერი, მკაცრი რეაგირება და ადეკვატური შეფასებები მოჰყვება, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტთან მუშაობაზე გამახვილდება.

„მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან არამარტო ფინანსური და საბუღალტრო აუდიტი არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ეფექტურობის აუდიტს, ვინაიდან უნდა ვიცოდეთ რამდენად ეფექტურად, ეკონომიურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები როგორც ცენტრალური ბიუჯეტის, ასევე თვითმმართველი სტრუქტურების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართულება სამსახურის თვისობრივ გარდაქმნაზე, ტექნოლოგიური აღჭურვის კუთხით, რადგან ამ პრევენციულ ღონისძიებებს სჭირდება სერიოზული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ტექნიკურ დამხარებას, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობარი დონორი ქვეყნებიდან. განსაკუთრებულად დიდ დროს დავუთმობთ პარლამენტთან მუშაობას, ვინაიდან საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იქნება მთავარი აუდიტორი დამოუკიდებელი და სახელმწიფო შტოსგან სრულად მიუკერძოებელი, მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.

„პიროვნულად თავიდან ბოლომდე მზად ვარ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდე და აქ ბუნებივია მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ ამას ასევე ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგად შევძლებთ“ , - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებები, ირაკლი მექვაბიშვილმა განმარტა, რომ მას ამის უფლებას კანონი აძლევს.
„ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები მუშაობენ. ყველა კომპეტენტური ადამიანი დარჩება სამსახურში. მე როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. თუ საჭირო გახდა რომ სტრუქტურა გაუმჯობესდეს და თვისობრივად გადახალისდეს, მე ამ ცვლილებებს განვახორციელებ. მითუმეტეს, ამის შესაძლებლობას კანონი მაძლევს. გენერალურ აუდიტორს აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი საკადრო ცვლილება, მათ შორის მოადგილეებთანაც დაკავშირებით“ , - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია