დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროსაბჭოს ასამბლეა მთავრობის გადაწყვეტილებებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 17:30:04
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი კოალიციის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში შესატან ცვლილებებშია ნათქვამი.
"მინისტრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ რეგულარულად გადიან "კონსულტაციებს" ბატონ ივანიშვილთან", - ნათქვამია რეზოლუციის ცვლილებებში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს საქართველოს შესახებ დღეს განიხილავს. ანგარიში მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა მოამზადეს. დოკუმენტი, სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირება" საქართველოში ბოლო ერთის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია