დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა - ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ექნება
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 13:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453015-thamar-khulordava-veneciis-komisiis-shesabamisi-iqneba-is-shefasebebi-rac-sakonstitucio-cvlilebebthan-dakavshirebith-evroparlaments-eqneba.html", "headline": "თამარ ხულორდავა - ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ექნება", "datePublished": "2017-09-19 08:54:32", "dateModified": "2017-09-19 08:54:32", "description": "ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ექნება, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/f63147333b7a9173924eee62a5c3ec32.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება.

”ვიზიტის ფარგლებში შედგა პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში შეინიშნება. აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა - ვიზალიბერალიზაცია. ასევე ენერგეტიკის სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. გარდა ამ საკითხებისა, საუბარი შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზეც. ერთ-ერთი საკითხი რაც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა ჩართულობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტს ექნება”, - განაცხადა ხულორდავამ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრები ამ წუთებში პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათ შეხვედრა უკვე გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია