საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სლოვაკეთის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ავტორი:
2018/მარტი/13 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/janelidze_2c1b8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482779-slovakethis-elchma-mikheil-janelidzes-rtsmunebatha-sigelebis-aslebi-gadasca.html", "headline": "სლოვაკეთის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა", "datePublished": "2018-03-13 13:58:25", "dateModified": "2018-03-13 13:58:25", "description": "რუდოლფ მიხალკამ, რომელიც 2014 წლიდან საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ამჟამა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/janelidze_2c1b8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუდოლფ მიხალკამ, რომელიც 2014 წლიდან საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ამჟამად უკვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც აქტიურად ვითარდება და თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს. მათ ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხებისა და სამომავლო გეგმების, მათ შორის, დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და ერთობლივი პროექტების შესახებ.
მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია