დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 19:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452913-qethevan-cikhelashvili-evrosabtcos-politikur-sakithkhtha-departamentis-direqtoris-moadgiles-shekhvda.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა", "datePublished": "2017-09-18 15:15:11", "dateModified": "2017-09-18 15:15:11", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/39edba80d00dfcaecc8cab9b8bf1bd31.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანილ ხოშაბოს შეხვდა. შეხვედრაში ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი მარსელ კაპიც მონაწილეობდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე, გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილების, უკანონო დაკავებებსა და სხვა ჰუმანიტარული გამოწვევებზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა. ქეთევან ციხელაშვილმა ნდობის აღდგენის მიმართულებით ევროპის საბჭოს პროექტების და მთლიანად, სამშვიდობო პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია