დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 19:00:03
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452911-saqarthvelos-premier-ministris-viziti-gaeros-generaluri-asambleis-72-e-sesiaze-daitsyo.html", "headline": "საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო", "datePublished": "2017-09-18 15:09:34", "dateModified": "2017-09-18 15:09:34", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო. მთავრობის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/aa9d785a15747e09925aa79e2fb2ce84.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო. მთავრობის მეთაური დღეს აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე - „გაერო-ს რეფორმები“ დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს საქმიანობაზე და რეფორმებზე, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე, შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია