დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 21:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452549-dimitri-qumsishvili-chveni-da-msoflio-bankis-khedva-qveynis-ganvitharebasthan-mimarthebashi-erthmaneths-emthkhveva.html", "headline": " დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა", "datePublished": "2017-09-15 17:32:58", "dateModified": "2017-09-15 17:32:58", "description": "ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა, ისევე, როგორც თანხვედრაშია გამოწვევები და მათი ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/09b75733ad395a616ff5bcc2b79a736c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა, ისევე, როგორც თანხვედრაშია გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე პროდუქტიულობის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. მსოფლიო ბანკის და ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია „ახალი ინოვაციური საქართველო“. ამ პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება ინოვაციური ცენტრები, სადაც ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ როგორ მოიხმარონ ინტერნეტი და გამოიყენონ ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ჩვენ 2 ათას სოფელში შეგვყავს ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში შევიტანოთ ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მედიცინის, დისტანციური მართვის სერვისები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია