დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას
ავტორი:
2018/იანვარი/15 18:00:02
../photo/2015_02/0-1TEB-2015/qantaria_17f4f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473145-nukri-qantharia-sazogadoebriv-mautsyebelthan-dakavshirebith-cvlilebebs-mkhars-ar-utcers-thumca-arc-prezidentis-shenishvnebisthvis-apirebs-khmis-micemas.html", "headline": "ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენ...", "datePublished": "2018-01-15 14:11:04", "dateModified": "2018-01-15 14:11:04", "description": "უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1TEB-2015/qantaria_17f4f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას.

ქანთარიას თქმით, დეპუტატთა ის ნაწილი, რომელმაც კანონპროექტს ხმა არ მისცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ქანთარია არც იმას გამორიცხავს, რომ უმრავლესობაში შეთანხმება შედგეს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიმიცია. პროექტის მიმართ შენიშვნები მეც მქონდა. განხილვის დროს ვამბობდი, რომ ცვლილებები, რომელიც კანონში აისახა, შეიძლება გარკვეული ვადით გაკეთებულიყო. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს ცვლილებები აკლიათ და შემდეგ ძალიან მაგარი ტელევიზია იქნება, შეიძლება კომერციულ რეკლამასთან თუ სტარტაპებთან დაკავშირებული ცვლილება ერთი წლით ან წელიწადნახევრიანი ვადით მიგვეღო. ეს არ გაითვალისწინეს და ამიტომ კანონპროექტს ხმა აღარ მივეცი. ვფიქრობ, უმრავლესობაში კიდევ ერთი განხილვა გაიმართება, მოხდება საკითხის აწონ-დაწონვა და გადაწყვეტილება ხელაღებით არ იქნება მიღებული“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ.

პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და ასევე, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია