დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა მანჯგალაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების უმთავრეს ფაქტორად ამომრჩევლების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მანიპულაციას მიიჩნევს
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 17:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452517-paata-manjgaladze-archevnebshi-qarthuli-ocnebis-tsarmatebis-umthavres-faqtorad-amomrchevlebis-fsiqologiur-da-socialur-manipulacias-miichnevs.html", "headline": "პაატა მანჯგალაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების უმთავრეს ფაქტორად ამომრჩევლების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მანიპულაციას მიიჩნევს", "datePublished": "2017-09-15 13:18:21", "dateModified": "2017-09-15 13:18:21", "description": "„გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების უმთავრეს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b54081ec98179d9942094d60a23e991b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების უმთავრეს ფაქტორად ამომრჩევლების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მანიპულაციას მიიჩნევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფება საარსებო მინიმუმის მიმღებთა პროგრამაში, შესაბამისად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოციალურად შეჭირვებული ადამიანებით ხელისუფლების დაინტერესებისა და ,,ზრუნვის“ რეალური მიზეზიც ცხადია.

„ქართულ ოცნებას“ საქართველოს 3634 საარჩევნო უბანზე საშუალოდ 20-30 საარჩევნო მიზნის მქონე დაფინანსებული ე.წ. აგიტატორი ჰყავს, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლებას არანაირი რეალური საარჩევნო პროგრამა და კამპანია არ სჭირდება იდეების, ღირებულებებით სხვა პარტიებთან და კანდიდატებთან კონკურენციისთვის. მათთვის მთავარი დასაყრდენი დაქირავებული 100 000 ე.წ. აგიტატორია, რომლებმაც მინიმუმ ქვეყნის მასშტაბით 800 000 ხმა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებისთვის ანუ საშუალოდ, ერთმა აგიტატორმა 7-8 ხმა, რაც საკმაოდ ადვილად მიღწევადი ამოცანაა დაქსაქსული და რესურსებით შეზღუდული ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ოპოზიციის პირობებში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოლიტიკურ მდივანი ამბობს, რომ თუ მოქალაქეების უმრავლესობა დამოკიდეულებას არ შეიცვლის არჩევანის და ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოუწევთ ხმის მიცემა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია