დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანდიდატურა პარლამენტში შემოვა
ავტორი:
2018/ივნისი/03 17:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze2_0c1d1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496685-irakli-kobakhidze-politsabtcos-formatshi-mthavari-prokuroris-kandidaturis-mkhardatceris-thaobaze-msjeloba-mas-shemdeg-shegvedzleba-rac-kandidatura-parlamentshi-shemova.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა ...", "datePublished": "2018-06-03 13:43:03", "dateModified": "2018-06-03 13:43:03", "description": "პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ შეგვეძლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze2_0c1d1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანდიდატურა პარლამენტში შემოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პრეროგატივა არ არის.

„პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა არ არის პოლიტსაბჭოს პრეროგატივა. როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობით არის ერთთვიანი პროცედურა დადგენილი. იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების საფუძველზე შეარჩევს კანდიდატურებს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს უკვე საპროკურორო საბჭო და მხოლოდ ამის შემდეგ მთავრობა ამტკიცებს კანდიდატურას და ეს დამტკიცებული კანდიდატურა შემოდის საქართველოს პარლამენტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვა კანდიდატურა, ჩვენ შეგვეძლება პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ამ კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე. მანამდე, პოლიტსაბჭოს პრეროგატივა ეს არ არის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია