დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - მაჟორიატარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პრინციპულად მიუღებელია
ავტორი:
2017/სექტემბერი/14 18:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452308-gedevan-fofkhadze-mazhoriatarulidan-proporciul-sistemaze-gadasvla-principulad-miughebelia.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - მაჟორიატარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პრინციპულად მიუღებელია ", "datePublished": "2017-09-14 14:29:04", "dateModified": "2017-09-14 14:29:04", "description": "ჩემი სინდისის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მე მხარს ვერ დავუჭერ - ვიღაცის ნაკარნახევით არ ვმოქმედებ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0b43b3c6e61227a0044d2f5b11b56f2d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემი სინდისის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მე მხარს ვერ დავუჭერ - ვიღაცის ნაკარნახევით არ ვმოქმედებ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე.

როგორც ფოფხაძემ “ ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის პრინციპულად მიუღებელია მაჟორიატარული არჩევნებიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და „პოზიციას სტადიონი ხალხიც ვერ შეაცვლვინებს“.

ფოფხაძის თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითვალსწინოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური კონსესუსი იმ პირობებშია შესაძლებელი, როცა გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი 114 დეპუტატი იქნება პარლამენტში.

„ჩემთვის, როგორც ერთი კონკრეტული დეპუტატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების იმ პროექტზე, რაც დაიდება, ხმის მიცემა შემეძლოს. ირაკლი კობახიძემ, რომელიც არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ლიდერი, ანგარიში უნდა გამიწიოს მეც, რომ ისეთი არაფერი შემომთავაზოს, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება. ამის გათვალისწინებით, თუ ის ოპოზიციასაც გაუწევს ანგარიშს, საერთო კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მაჟორიტარული არჩევნებიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ მოსაზრებას ვერც ირაკლი კობახიძე შემაცვლევინებს, ვერც ოპოზიციური სპექტრი და ვერც სტადიონზე შეკრებილი ხალხი. მე ჩემი აზრის ერთგული დავრჩები“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია