დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თენგიზ შერგელაშვილი - დიდ დიღმის მცხოვრებლებს საუბნო ადმინისტრაცია ექნებათ
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 20:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 16:34:51", "headline" : " თენგიზ შერგელაშვილი - დიდ დიღმის მცხოვრებლებს საუბნო ადმინისტრაცია ექნებათ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ff5977021e7907726ccb98a48e8b04cd.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": " თენგიზ შერგელაშვილი - დიდ დიღმის მცხოვრებლებს საუბნო ადმინისტრაცია ექნებათ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452100-thengiz-shergelashvili-did-dighmis-mckhovreblebs-saubno-administracia-eqnebath.html", "headline": " თენგიზ შერგელაშვილი - დიდ დიღმის მცხოვრებლებს საუბნო ადმინისტრაცია ექნებათ", "datePublished": "2017-09-13 16:34:51", "dateModified": "2017-09-13 16:34:51", "description": "პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება პირდაპირი ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ff5977021e7907726ccb98a48e8b04cd.jpg", "height": 470, "width": 246 } } პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება პირდაპირი კომუნიკაცია მერიასთან, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაცია ექნება. საუბნო ადმინისტრაციები ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან მოქალაქეებს და მათ არ მოუწევთ მერიაში სიარული.
„თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს. მერია უნდა გახდეს ანგარიშვალდებული მოქალაქის წინაშე. დღეს მერია ანგარიშვალდებულებას სუს-ის, ძალოვანი უწყებების და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ გრძნობს და დისტანცირებულია მოქალაქისგან.
პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია. ყველა მცხოვრებს საუბნო ადმინისტრაციაში ეყოლება პირადი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოემსახუროს და დაეხმაროს მოქალაქეს, დროულად გადაჭრას ის საკითხი, რისთვისაც მერიას მიმართა“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
„შენების მოძრაობამ“ დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად შორენა ბუხრაშვილი წარადგინა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია